spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

მამუკა ხაზარაძე – ხალხის ნება გამოხატულია, ახლა ამ ნებას სჭირდება დაცვა, საქმე არის ბოლომდე მისაყვანი

დღეს ქართულმა საზოგადოებამ დაამთავრა სტაგნაციის პერიოდი. გილოცავთ საქართველოში რუსული ხელისუფლების დამარცხებას. ხალხის ნება გამოხატულია, ახლა ამ ნებას სჭირდება დაცვა. საქმე არის ბოლომდე მისაყვანი, – ამის შესახებ  “კოალიცია “ძლიერი საქართველოს” ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ ეგზიპტოლის შედეგებთან დაკავშირებით განაცხადა.

მან მოუწოდა დამკვირვებლებს, ბოლომდე დაიცვან ხმები.

“გილოცავთ საქართველოში რუსული  ხელისუფლების დამარცხებას. ხალხის ნება გამოხატულია, ახლა ამ ნებას სჭირდება დაცვა. საქმე არის ბოლომდე მისაყვანი. მე მინდა მოვუწოდო ყველა ჩვენ წარმომადგენელს უბნებზე, რომ ბოლომდე, ბოლო წუთამდე დაიცვან ამომრჩევლის ხმები, ეს საქმე არის ბოლომდე მისაყვანი.

კიდევ ერთი, დღეს ქართულმა საზოგადოებამ დაამთავრა სტაგნაციის პერიოდი. საქართველოში იწყება ახალი პერიოდი, რომელიც არის თავისუფლებისკენ, დემოკრატიისკენ და ქვეყნის აღმშენებლობისკენ. ძლიერი საქართველოს ასაშენებლად მიმართული ძალა და ენერგია იწყებს მუშაობას. რაც ყველაზე მთავარია, საქართველოში დამთავრდა ბიძინა ივანიშვილის კლეპტოკრატიული მმართველობა”, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები