ამ არჩევნების შედეგებს არ ვაღიარებთ, არჩევნები არის მოპარული, ეს არის საკონსტიტუციო გადატრიალება, – ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებებისთვის” ლიდერმა ნიკა გვარამიამ განაცხადა.
მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილს აქვს ბოლო შანსი, რომ ისტორიაში ჩაეწეროს ოდნავ მაინც პოზიტიური რაკურსით.
“ამ არჩევნების შედეგებს არ ვაღიარებთ, არჩევნები არის მოპარული, ეს არის საკონსტიტუციო გადატრიალება. “ქართული ოცნება” არის ამის ავტორი და “ქართული ოცნება” აგებს პასუხს, მაგრამ სანამ ეს მოხდება „ქართულ ოცნებას“ მოუწევს ოპოზიციის გამარჯვების აღიარება. ჩვენ გაშიფრული გვაქვს სქემა, რომლის მიხედვითაც მათ მოიპარეს არჩევნები. ჩვენი მთავარი გადაწყვეტილება, აბსოლუტურად, უალტერნატივო არის ის, რომ „ქართული ოცნება“ ამ ქვეყნის ხელისუფლებაში ვერ დარჩება.
ეს არის მოპარული არჩევნები, ეს არ არის რუსეთი, ეს არ არის ვენესუელა, ეს საქართველოა. ბიძინა ივანიშვილს აქვს ბოლო შანსი, რომ ისტორიაში ჩაეწეროს ოდნავ მაინც პოზიტიური რაკურსით და ხელისუფლების მშვიდობიანი გადაბარება ეღიარებინა, რადგან მან ეს არ გააკეთა, ჩვენ გვაქვს ჩვენი გზა და ჩვენ ვესაუბრებით უკვე ქართველ ხალხს და არა ხელისუფლებას“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.