spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ეკა გიგაური – ეს შედეგები ნამდვილად არ არის ლეგიტიმური

ის შედეგები, რომელიც გამოქვეყნდა ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ, არ ასახავს საქართველოს მოქალაქეების ნებას. ეს შედეგები ნამდვილად არ არის ლეგიტიმური, – ამის შესახებ “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” დირექტორმა ეკა გიგაურმა ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, სახელმწიფო ინსტიტუტები მოქმედებდნენ მმართველი პარტიის სასარგებლოდ.

“ეს არჩევნები არ იყო სამართლიანი. როგორც იცით, შევხედეთ წინასაარჩევნო პერიოდსაც, ჩვენ აქაც ვხედავდით, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები მოქმედებდნენ მმართველი პარტიის სასარგებლოდ, არ რეაგირებდნენ კონკრეტულ დარღვევებზე და არჩევნების დღესაც იგივე გაგრძელდა.

კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ ის შედეგები, რომელიც გამოქვეყნდა ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ, არ ასახავს საქართველოს მოქალაქეების ნებას.

ამ არჩევნებში იყო ძალიან ბევრი პრობლემა და ეს შედეგები ნამდვილად არ არის ლეგიტიმური”, – განაცხადა ეკა გიგაურმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები