“ქართულმა ოცნებამ” გამოიყენა ყველა ის მეთოდი, რაც ავტორიტარულ ქვეყნებს გამოუყენებიათ. ჩვენ ველოდებით ადეკვატურ შეფასებებს, მათ შორის, საერთაშორისო მისიების მხრიდან, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” წევრმა გია ჯაფარიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, არჩევნების წინა პერიოდი და უშუალოდ არჩევნების დღე მანიპულაციების ფონზე მიმდინარეობდა.
“ჩვენმა მოქალაქეებმა თქვეს, რომ მათ უნდათ ევროპა, მათ უნდათ, რომ საქართველო დააბრუნონ ევროპის კავშირის გაწევრიანების გზაზე, მაგრამ მთელი დღე და მანამდეც მიმდინარეობდა უპრეცედენტო მანიპულაციები. დღევანდელ დღეს “ქართულმა ოცნებამ” გამოიყენა ყველა ის მეთოდი, რაც ავტორიტარულ ქვეყნებს გამოუყენებიათ.
ჩვენ ველოდებით ადეკვატურ შეფასებებს, მათ შორის, საერთაშორისო მისიების მხრიდან”, – განაცხადა გია ჯაფარიძემ.