“ქართულმა ოცნებამ” რეგისტრატორებთან ერთად მოახდინა საკუთარი ამომრჩევლის მონაცემების გაციფრულება, – ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებისთვის” წევრმა თენგიზ თევზაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, აუცილებელია საერთაშორისო აუდიტის ჩატარება.
“ქართულმა ოცნებამ” რეგისტრატორებთან ერთად მოახდინა საკუთარი ამომრჩევლის მონაცემების გაციფრულება და სხვადასხვა უბნებზე დუბლირებით ჩამატება. ღრმად ვართ დარწმუნებული, ამგვარი გადაწყვეტილება იქნა მიღებული და აუცილებელია საერთაშორისო აუდიტის ჩატარება.
საბოლოო ჩეკებით არის დისბალანსი საბოლოო შედეგებში, ბიულეტენებს და აქტიურობას შორის”, – განაცხადა თევზაძემ.