ამის შემდეგ მნიშვნელოვანი იქნება, რას იზამს ამომრჩეველი – ვეგუებით თუ არა ამას. ჩვენი უფლებაა დავიცვათ ჩვენი არჩევანი. ეს პროცესი უნდა გამოჩნდეს რამდენად ერთიანია ამომრჩეველი, – ამის შესახებ პარტია “სამართლიანობისთვის” ლიდერმა ეკა ბესელიამ განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოს პრეზიდენტს აქვს კონტაქტი სხვადასხვა სადამკვირვებლო მისიებთან და აუცილებლად შეაფასებს მიმდინარე პროცესებს.
“ახლა არის მთავარი კითხვა – რა ხდება შემდეგ. ყველა ელოდება ამ კითხვაზე პასუხს. ახლა მნიშვნელოვანია, როგორც შიდა, ისე საერთაშორისო მისიების დამკვირვებლების შეფასებები და ამ კონკრეტული ფაქტებით, მტკიცებულებებით, რომელიც ადასტურებს არჩევნების გაყალბებას. მე იმედი მაქვს, რომ პოლიტიკური და ქარტიის ხელმომწერი პარტიები კოორდინირებულად აჩვენებენ მოქალაქეებს საერთო მზაობას, რომ დაიცვან საკუთარი ხმა.
რაც შეეხება პრეზიდენტს, დაველოდოთ მის შეფასებას. მას ექნება მიმართვა და ყველა მოისმენს მის შეფასებას. პრეზიდენტი შეასრულებს თავის კონსტიტუციურ უმრავლესობას. ამის შემდეგ მნიშვნელოვანი იქნება, რას იზამს ამომრჩეველი – ვეგუებით თუ არა ამას. ჩვენი უფლებაა დავიცვათ ჩვენი არჩევანი. ეს პროცესი უნდა გამოჩნდეს რამდენად ერთიანია ამომრჩეველი”, – განაცხადა ეკა ბესელიამ.