სრულიად გასაგებია, რა მოხდა, ბიძინამ KGB-ს სპეცოპერაცია ჩაატარა, – ამის შესახებ კოალიცია “ძლიერი საქართველოს” ლიდერი მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს.
მისივე თქმით, ხალხის ხმა მიითვისეს და ქვეყანას რუსეთისთვის ამზადებენ.
“სრულიად გასაგებია, რა მოხდა. ბიძინამ KGB-ს სპეცოპერაცია ჩაატარა. არჩევნები ტოტალურად გაყალბდა, ხალხის ხმა მიითვისეს და ქვეყანას რუსეთისთვის ამზადებენ, არ გამოვა ეს ამბავი! ამ სიყალბეს არ და ვერ დავეთანხმები… არასდროს!“, – წერს ხაზარაძე.