spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ზლატკო ვუიოვიჩი – არჩევნები პოლარიზებულ გარემოში გაიმართა, რომელიც არ ითვალისწინებდა თანასწორობასა და გამჭვირვალობას

არჩევნები პოლარიზებულ გარემოში გაიმართა, რომელიც არ ითვალისწინებდა თანასწორობასა და გამჭვირვალობას. გამოვლინდა ოპოზიციის მიმართ გამოხატული ძალადობა, ასევე ადმინისტრაციული რესურსის არაჯეროვნად გამოყენება, – ამის შესახებ ENEMO-ს სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა ზლატკო ვუიოვიჩმა განაცხადა.

მისივე შეფასებით, ჯამურმა დარღვევებმა საგრძნობლად იქონია გავლენა საარჩევნო პროცესის დემოკრატიულ ხასიათზე.

“არჩევნები პოლარიზებულ გარემოში გაიმართა, რომელიც არ ითვალისწინებდა თანასწორობასა და გამჭვირვალობას. გამოვლინდა ოპოზიციის მიმართ გამოხატული ძალადობა, ასევე ადმინისტრაციული რესურსის არაჯეროვნად გამოყენება. ზეწოლა იყო სამოქალაქო საზოგადოებისა და ჟურნალისტების მიმართ.

ENEMO წუხს ცესკოს დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობაზე.

ჯამურმა დარღვევებმა საგრძნობლად იქონია გავლენა საარჩევნო პროცესის დემოკრატიულ ხასიათზე. ასევე, ანგარიში შეეხება წინასაარჩევნო პროცესებს. ხაზგასმით ვიტყვით, რომ პროცესი მიმდინარეობდა დაძაბულ გარემოში, ასევე იყო გავრცელებული დეზინფორმაციის კამპანიებიც. ინკლუზიურობას და თანასწორობას ეს პროცესები აფერხებდა”, – განაცხადა ზლატკო ვუიოვიჩმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები