spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ჯონ შიმკუსი – პირადობის მოწმობების შეგროვებით მოხდა ფსიქოლოგიური ზეწოლა, ამან შექმნა შიშით დატვირთული გარემო, იყო ხმების მოსყიდვა

IRI მოუწოდებს ცესკოს, რომ ჩატარდეს სამართლიანი, გამჭვირვალე და ზუსტი დათვლა შედეგების იმისათვის, რომ ქართველი ამომრჩევლის დემოკრატიული არჩევანი იქნეს ასახული, – ამის შესახებ IRI-ის დამკვირვებელმა ჯონ შიმკუსმა განაცხადა.

მისივე თქმით, IRI აგრძელებს საარჩევნო პროცესებზე დაკვირვებას.

“ამჟამინდელი სამართლებრივი და რეგულაციების ფონი უზრუნველყოფს არათანაბარ საარჩევნო გარემოს და ძალიან დიდ სტრუქტურულ ბარიერებს ქმნის არჩევნებისთვის. წინასაარჩევნო პერიოდში “ქართული ოცნების” ნარატივი იყო, რომ ხმების დათვლის ახალ ტექნოლოგიას გამოიყენებდნენ. დამკვირვებლებმა დააფიქსირეს ძალიან ბევრი შემთხვევა იმისა, რომ ამომრჩევლების პირადობის მოწმობები იყო მოგროვებული “ქართული ოცნების” წარმომადგენლების მხრიდან, რითაც მოხდა ფსიქოლოგიური ზეწოლა. ამან შექმნა შიშით დატვირთული გარემო. იყო ხმების მოსყიდვა.

მისია აცხადებს, რომ საბოლოო შეჯამება უნდა მოხდეს მომავალში. IRI მოუწოდებს ცესკოს, რომ ჩატარდეს სამართლიანი, გამჭვირვალე და ზუსტი დათვლა შედეგების იმისათვის, რომ ქართველი ამომრჩევლის დემოკრატიული არჩევანი იქნეს ასახული. IRI გააგრძელებს საარჩევნო პროცესზე დაკვირვებას”, – განაცხადა ჯონ შიმკუსმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები