spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

თამარ კორძაია – ამომრჩეველს არ ჰქონდა თავისუფალი არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა

პირველი და მთავარი, რაც გუშინ გამოვლინდა იყო ფუნდამენტური უფლების ფარულობის დარღვევა. ამომრჩეველს არ ჰქონდა თავისუფალი არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა თამარ კორძაიამ განაცხადა.

მისივე თქმით, ხელისუფლებას ჰქონდა ძალიან ფართო შესაძლებლობა სიების გადამოწმების.

“ბიულეტენებში და ოქმებში არის მანიპულაციის შედეგები ასახული. პირველი და მთავარი, რაც გუშინ გამოვლინდა იყო ფუნდამენტური უფლების ფარულობის დარღვევა. ამომრჩეველს არ ჰქონდა თავისუფალი არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა. გუშინ, მთელი დღის განმავლობაში, ყველა ადამიანი ამბობდა იმას, რომ ბიულეტენიდან ჩანდა ხმის მიცემის ფაქტი, ეს იყო მასიური. რაც შეეხება, ახალი სისტემით არჩევნების ჩატარებას, ვერიფიკაციის აპარატებში არსებული სიები არ იყო გამჭვირვალე და ჩვენ არ გვქონდა შესაძლებლობა ამ სიების დაკვირვების, შესაბამისად, ჩვენ ვთვლით, რომ ხელისუფლებას ჰქონდა ძალიან ფართო შესაძლებლობა სიების გადამოწმების და ჩვენ მიგვაჩნია, რომ ცენტრალურმა კომისიამ მოგვცეს წვდომა, როგორც ვერიფიკაციის აპარატებზე, ასევე დამადასტურებელ ქვითრებზე, რომლებიც არის დალუქული და ინახება ცესკოში.

ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენ სულ ვსაუბრობდით იმაზე, რომ ხდებოდა პირადობის მოწმობების ჩამორთმევა და ეს პირადობები სად იყო, როგორ იყო, აუცილებლად, უნდა გახდეს გამოძიების საკითხი. ჩვენ აღმოვაჩინეთ, ასევე, ძალიან ბევრგან, რომ მარკირების სითხე არ იყო სათანადო ხარისხის, ან ადამიანებს უშვებდნენ ამ სითხის გარეშე. ერთმანეთთან დაკავშირებით თუ განვიხილავთ ამას, ჯამში იძლევა მასობრივი მანიპულაციების საშუალებებს. გარდა ამისა, იქ, სადაც არ ტარდებოდა არჩევნები ელექტრონული მოწყობილობით, ჩვენ ვნახეთ, ჯერ კიდევ შევარდნაძის დროინდელი მეთოდებით მასიური ჩაყრა ბიულეტენების. ეს აუცილებლად უნდა აღმოიფხვრას“, – განაცხადა კორძაიამ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები