spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

შალვა ნათელაშვილი – მოვუწოდებ ევროკავშირს, მოაქციეთ სრულ ქონებრივ სასანქციო ბლოკადაში ივანიშვილი, მინისტრები და ყველა დეპუტატი “ქართული ოცნებიდან“

გუშინ რუსეთის პრეზიდენტის სიტყვებს თუ გამოვიყენებთ – საქართველოში მოხდა გეოპოლიტიკური კატასტროფა. კრემლმა განახორციელა სპეციალური საარჩევნო ოპერაცია, ოლიგარქ ივანიშვილის მენეჯერობით, რის შედეგადაც ძალაუფლებაში კვლავ რჩება საქართველოს ოკუპაციური ფილიალი „ქართული ოცნების“ სახით, – ამის შესახებ “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, დღეს უკვე ლებედევი მოსკოვში და დუგინი კრემლში მოუწოდებს საქართველოს, რომ დაბრუნდეს დსთ-ში.

“გუშინ რუსეთის პრეზიდენტის სიტყვებს თუ გამოვიყენებთ – საქართველოში მოხდა გეოპოლიტიკური კატასტროფა. კრემლმა განახორციელა სპეციალური საარჩევნო ოპერაცია, ოლიგარქ ივანიშვილის მენეჯერობით, რის შედეგადაც ძალაუფლებაში კვლავ რჩება საქართველოს ოკუპაციური ფილიალი “ქართული ოცნების“ სახით და ამ „ქართულმა ოცნებამ“ საბოლოოდ გადაუსვა ხაზი ქართველი ხალხის ოცნებას ევროინტეგრაციაზე. და დღეს უკვე ლებედევი მოსკოვში და დუგინი კრემლში მოგვიწოდებენ, დავბრუნდეთ დსთ-ში. მეტი უბედურება დღეს რა უნდა მომხდარიყო.

მოვუწოდებ ევროკავშირს, ახლა მაინც დააგვირგვინეთ “ლეიბორისტული პარტიის” მიერ დაწყებული სანქცირების პროცესი და მოაქციეთ სრულ ქონებრივ სასანქციო ბლოკადაში პირადად ივანიშვილი, მისი ოჯახის წევრები, უახლოესი გარემოცვა, მინისტრები და ყველა დეპუტატი “ქართული ოცნებიდან“. ოლიგარქიულ ოპოზიციას, რომელმაც საქართველო ჩადო ბანქოს თამაშის შედეგად ივანიშვილის ლომბარდში, მოვუწოდებ, არ გაუთეთრონ კვლავ ივანიშვილს უზურპაციის შედეგები, როგორც ეს გააკეთეს წინაზე.

არ გაიტეხოთ გული მეგობრებო, ჩვენ ამ ბრძოლას მივიყვანთ ბოლომდე, სადაც საქართველო განვითარდება“, – განაცხადა ნათელაშვილმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები