spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

თინა ბოკუჩავა – იმედი მაქვს, სრული ერთიანობა იქნება პროდასავლურ ოპოზიციურ ფრონტზე

დღეს ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა გვქონდა პრეზიდენტთან. გვაქვს ინტენსიური კონსულტაციები, რომელიც გაგრძელდება უახლოეს საათებში. იმედი მაქვს, სრული ერთიანობა იქნება პროდასავლურ ოპოზიციურ ფრონტზე, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

მისივე თქმით, ივანიშვილმა მიიტაცა საარჩევნო შედეგი და მოიპარა ქართველი ხალხის მიერ მოგებული არჩევნები.

“ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რომ გუშინ არჩევნებში გაიმარჯვა ქვეყნის ევროპულმა არჩევანმა. ხალხმა ნდობის მანდატი რეალურად მისცა კოალიციურ პროდასავლურ ხელისუფლებას და არა ივანიშვილის რუსულ ერთპარტიულ მმართველობას. ივანიშვილმა მიიტაცა საარჩევნო შედეგი, მოიპარა ქართველი ხალხის მიერ მოგებული არჩევნები. როგორც გუშინ განვაცხადეთ, “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“ ამ არჩევნებს არ აღიარებს. დღეს ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა გვქონდა პრეზიდენტთან. გვაქვს ინტენსიური კონსულტაციები, რომელიც გაგრძელდება უახლოეს საათებში. იმედი მაქვს, სრული ერთიანობა იქნება პროდასავლურ ოპოზიციურ ფრონტზე”, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები