spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

თაკო ჩარკვიანი – ახლა რაღას იყოფთ, რა დარჩა გასაყოფი?! ახლა როგორ ხართ, როგორ არის საქმე?! შედიხართ, აღიარებთ?!

ახლაც უნდა ზანზარებდეს რუსთაველი ხმების დასაცავად და სად ხართ, პატივცემულო “პროგნოზისტო პოლიტიკოსებო“, ახლა რაღას იყოფთ, რა დარჩა გასაყოფი?! შედიხართ, აღიარებთ?!!! თუ „წილი-წილი“ ტრალი-ვალი“ „შედიხარ-არშედიხარ“ისევ?!!!!, – ამის შესახებ ოპოზიციონერი პოლიტიკოსი თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, არავისთვის იყო ახალი, რომ არჩევნები გაყალბდებოდა.

“დაიწყო ახლა წილი-წილი ტრალი-ვალი. ტფუ. რად უნდა, რად უნდოდა გამოცნობა იმას, რომ ეგზისტენციალურ არჩევნებში – ქვეყნისთვის გადამწყვეტ არჩევნებში უნდა გაერთიანდე და „ძალა ერთობით“ გახვიდე ოპოზიცია, მით უფრო ამის მაგალითი გვქონდა (ოპოზიციისთვის წარმატებული პროექტი „ძალა ერთობა“ საპრეზიდენტო არჩევნებში). და რომ გააყალბებდა რუსი ოლიგარქი არჩევნებს, ეს ვისთვის იყო ახალი, პირადობის მოწმობას რომ ართმევდნენ მოქალაქეებს და მიჰქონდათ, განა რამდენიმე დღით ადრე არ ითქვა ტვ ეთერში?! „ძალა ერთობას“ ალტერნატივა არასდროს ჰქონია, არასდროს!!!!! პრივატიზირებული ტვ ეთერები რომ საქმეს შველოდეს! გუშინ ღამე ცესკოსთან და ახლაც უნდა ზანზარებდეს რუსთაველი ხმების დასაცავად და სად ხართ, პატივცემულო „პროგნოზისტო პოლიტიკოსებო“, ახლა რაღას იყოფთ, რა დარჩა გასაყოფი?! ახლა როგორ ხართ, როგორ არის საქმე?! შედიხართ, აღიარებთ?!!! თუ „წილი-წილი“ ტრალი-ვალი“ „შედიხარ-არშედიხარ“ ისევ?!!!!”, – წერს თაკო ჩარკვიანი.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები