spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

“კოალიცია ცვლილებისთვის” საპარლამენტო მანდატებზე უარს ამბობს

“კოალიცია ცვლილებისთვის” საპარლამენტო მანდატებზე უარს ამბობს, – ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებებისთვის” საარჩევნო სიის პირველმა ნომერმა ნანა მალაშხიამ განაცხადა.

მისი თქმით, არჩევნები გაყალბებულია და კოალიცია შედეგებს ლეგიტიმურად არ ცნობს.

“კოალიცია ცვლილებებისთვის” ყველა ერთად ვამბობთ, რომ ეს არჩევნები არის გაყალბებული, ხოლო შედეგები არის არალეგიტიმური.

ჩვენ არ ვაპირებთ ქართველი ხალხი მოპარული ხმების ლეგიტიმაციას. ჩვენ საკუთარ საპარლამენტო მანდატებზე ვამბობთ უარს. მე, ნანა მალაშხია, სიის პირველი ნომერი, პოლიტიკაში შემოვედი იდეებისთვის და ამ ქვეყნის ინტერესების დასაცავად. ამიტომ, მე დღეს ვამბობ უარს ჩემს საპარლამენტო მანდატზე და წაგიკითხავთ ოცეულს ვინც მიერთდება: მე, ნანა მალაშხია; ნიკა მელია; ზურაბ გირჩი ჯაფარიძე; გიგა ლემონჯავა; თენგო თევზაძე; ცოტნე კობერიძე; გიორგი კირთაძე; ივანე ჭყონია; ხათუნა სამნიძე; ოქტაი კაზუმოვი; მაია კოპალეიშვილი; გიორგი ბუტიკაშვილი; ბორის ჩელო ყურუა; ანა გოგოლაძე; გიორგი იმედაშვილი; ელენე ხოშტარია; სოფია გოლეთიანი; მარიკა არევაძე; ანი ქავთარაძე; თორნიკე ბიკაშვილი.

ჩვენ აუცილებლად ვიბრძოლებთ ქართველი ხალხის ხმების დასაცავად იქამდე, სანამ ქართველი ხალხის ხმა არ იქნება გაგონილი ამ ქვეყანაში”, – განაცხადა მალაშხიამ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები