spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

მამუკა მდინარაძე – ემიგრანტებზე ბულინგის არაბუნებრივი და არაადამიანური მასშტაბი წარმოებს

დიდი მადლობა მინდა გადავუხადო თითოეულ მხარდამჭერს, რომლებმაც მხარი დაუჭირეს “ქართულ ოცნებას“ და საკუთარ სამშობლოს, მიუხედავად უდიდესი ფსიქოლოგიური წნეხისა და ზეწოლისა ქვეყნის გარედან თუ ქვეყნის შიგნით, მიუხედავად უპრეცედენტო დეზინფორმაციის ნიაღვრის, რომელიც ჩვენი ქვეყნის და ჩვენი პარტიის წინააღმდეგ მოდიოდა,  –  ამის შესახებ “ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

“ასევე, განსაკუთრებული მადლობა მინდა ვუთხრა ემიგრანტებს, რომლებმაც, ასეთი მასშტაბური ბულინგის და ეს საზღვარგარეთის ბევრ ქვეყანაში განსაკუთრებულია, ამ ბულინგის მიუხედავად, მხარი დაუჭირეს „ქართულ ოცნებას“ – 5000-მდე ადამიანს განსაკუთრებულ მადლობას გადავუხდი.

საერთოდ არ მიკვირს უცხოეთში შედარებით დაბალი პროცენტი „ქართული ოცნების“. მაგალითად, „ქართული ოცნების“ ერთ-ერთ მხარდამჭერ გვერდზე რომ გაზიარდა ემიგრანტების ვიდეო, სადაც ისინი მხარს უჭერდნენ „ქართულ ოცნებას“, ვერ წარმოიდგენთ რას უშვებიან იმ ადამიანებს. რამდენიმე მათგანი დაგვიკავშირდა და გვიყვებიან, რომ ბულინგის მსგავსი მეთოდები ალბათ თქვენც კი, მანდ, საქართველოში ვერ წარმოგიდგენიათო. მხოლოდ იმის გამო, რომ ამ ადამიანებს საკუთარი აზრი გააჩნიათ და მხარს უჭერენ „ქართულ ოცნებას“, ბულინგის ისეთ ქარცეცხლში ატარებენ, რომ ლამის ცხოვრებაზე ააღებინონ ხალხს ხელი. გვიკავშირდებიან, გვეუბნებიან, რომ ვერ წარმოვიდგენდით, თუ ჩვენს ახლობელს და ნათესავს ასეთი რამ შეეძლო ჩვენს წინააღმდეგო. კიდევ კარგი პროცენტი და კიდევ კარგი რაოდენობაა.

საზოგადოებას წარმოდგენა რომ ჰქონდეს, 25 000-მდე ადამიანი იყო მისული უცხოეთში საარჩევნო უბნებზე, ბევრს წარმოდგენა აქვს, ჰგონიათ, რომ ასიათასობით ადამიანი მიდის. არ მიდიან უბრალოდ, არ გაგიკვირდეთ. ამ ადამიანების მიმართ ბულინგის არაბუნებრივი და არაადამიანური მასშტაბი წარმოებს უცხო ქვეყნებში“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები