პრეზიდენტის ინსტიტუტს აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა და პრეზიდენტი არ აპირებს არჩევნების შედეგების აღიარებას, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” წევრმა გია ჯაფარიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, არჩევნები არის ის პროცესი, სადაც მოქალაქეები თავისუფლად გამოხატავენ საკუთარ აზრს, თუმცა საქართველოს მოქალაქეებმა ეს ვერ შეძლეს.
“ძალიან დახვეწილი მეთოდებით მიიტაცეს არჩევნები, ეს მანამდეც ხდებოდა, მაგრამ მაშინ თვალი დახუჭეს საერთაშორისო პარტნიორებმა. არჩევნები არ არის 1 დღე, ეს არის პროცესი და ამ პროცესის განმავლობაში, თუ, სადმე, რომელიმე ავტორიტარულ სახელმწიფოში გამოყენებულა რაღაც მეთოდები არჩევნებში სასურველი შედეგის დასაწერად, საქართველოში ყველა ეს მეთოდი ერთად იყო გამოყენებული.
არჩევნები არის ის პროცესი, სადაც მოქალაქეები თავისუფლად გამოხატავენ საკუთარ აზრს, თუმცა საქართველოს მოქალაქეებმა ეს ვერ შეძლეს, არჩევანი თავისუფლად ვერ დააფიქსირეს. პრეზიდენტის ინსტიტუტს აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა და პრეზიდენტი არ აპირებს არჩევნების შედეგების აღიარებას. მან ამ არჩევნებს უწოდა რუსული სპეცოპერაცია საქართველოს წინააღმდეგ და ხვალ მან მოუწოდა საქართველოს მოქალაქეებს, რომ რუსთაველის გამზირზე, 7 საათზე შეიკრიბონ და ერთად ვიბრძოლოთ ხმების დასაცავად“, – განაცხადა გია ჯაფარიძემ.