spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

თინა ბოკუჩავა – ჩვენ ვაპირებთ ბრძოლას ჩვენი ევროპული მომავლის დასაბრუნებლად

ხვალინდელი აქცია არის უმნიშვნელოვანესი იმისთვის, რომ საქართველომ დაიბრუნოს ის გამარჯვება, რომელსაც გუშინ მიაღწია, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

მისივე თქმით, ბრძოლა აუცილებელია ევროპული მომავლის დასაბრუნებლად.

“ხვალინდელი აქცია არის უმნიშვნელოვანესი იმისთვის, რომ საქართველომ დაიბრუნოს ის გამარჯვება, რომელსაც გუშინ მიაღწია. ეს იყო ევროპული გამარჯვება, ეს იყო ევროპული მომავალი და ამ საარჩევნო შედეგის მიტაცების მცდელობა რუსული ტიპის სპეცოპერაციით და ჩვენი თანამოქალაქეების დარწმუნება იმაში, რომ ქვეყანა გარუსებულია, რასაც ჩვენ არ შევეგუებით. ჩვენ ვაპირებთ ბრძოლას ჩვენი ევროპული მომავლის დასაბრუნებლად”, – განაცხადა ბოკუჩავამ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები