პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის რადოსლავ სიკორსკის განცხადებით, ახლა ევროპა ქართველი ხალხის გვერდით უნდა დადგეს.
“საქართველოს პრეზიდენტმა გამოაცხადა, რომ საპარლამენტო არჩევნები იყო გაყალბებული. ახლა ევროპა უნდა დადგეს ქართველი ხალხის გვერდით”, – წერს სიკორსკი სოციალურ ქსელში.
საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, არჩევნები ტოტალურად გაყალბდა და შედეგებს არ აღიარებს.