ხვალინდელი დღე არის პროტესტის ახალი ტალღის ათვლის საწყისი და კულმინაციური მომენტი არის სწორედ პარლამენტის სხდომა. ბევრი წვიმიანი, ქარიანი და უბედური დღეები მოგველის წინ, მაგრამ ზღაპრის ბოლო კეთილიაო, ხომ ვმღერივართ, ეს ბოლო აუცილებლად იქნება კეთილი, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” წევრმა გიგი უგულავამ განაცხადა.
მისივე თქმით, შედეგებით ხალხი იმედგაცრუებულია და გამოსავალს ელოდება.
“ხალხი იმედგაცრუებულია, ელოდება გამოსავალს. ასეთი ტიპის თავხედობას ბევრი არ მოელოდა, მაგრამ მიამიტობაა, რომ ეს შავი ჭირი, რომელსაც უკან პუტინი უდგას არითმეტიკული დათვლებით, წავიდოდა ხელისუფლებიდან. ივანიშვილისთვის დამახასიათებელია მაკიაველისტური გაიძვერობა, როდესაც ისეთი რამ უნდა იკადრო, რომ ყველა მოლოდინს გადააჭარბო და ასეც მოხდა.
ხვალინდელი დღე არის პროტესტის ახალი ტალღის ათვლის საწყისი და კულმინაციური მომენტი არის სწორედ პარლამენტის სხდომა. ბევრი წვიმიანი, ქარიანი და უბედური დღეები მოგველის წინ, მაგრამ ზღაპრის ბოლო კეთილიაო, ხომ ვმღერივართ, ეს ბოლო აუცილებლად იქნება კეთილი”, – განაცხადა გიგი უგულავამ.