spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ეკა ბესელია – პრეზიდენტმა ეს ტვირთი და პასუხისმგებლობა აიღო, რომ იყოს ამ პროცესში

ყველაზე მეტად ვისზეც ვფიქრობ, ეს არის ყველა ის ადამიანი, ვინც ყველაზე მოუთმენლად ელოდება, რა არის შემდგომი ნაბიჯები, რაც უნდა გადადგან საკუთარი კონსტიტუციური უფლების დასაცავად და პრეზიდენტმა ეს ტვირთი და პასუხისმგებლობა აიღო, რომ იყოს ამ პროცესში, – ამის შესახებ პარტია “სამართლიანობისთვის” ლიდერმა ეკა ბესელიამ განაცხადა.

მისივე თქმით, პრეზიდენტი ამ მოცემულობაში არის ევროპული იდეის მთავარი დამცველი, ამიტომ, ეს გამოსვლა, უდავოდ, იყო ძალიან ძლიერი ლიდერის გამოსვლა და ბევრი მოქალაქისთვის იმედის მომცემი.

“ყველაზე მეტად ვისზეც ვფიქრობ, ეს არის ყველა ის ადამიანი, ვინც ყველაზე მოუთმენლად ელოდება, რა არის შემდგომი ნაბიჯები, რაც უნდა გადადგან საკუთარი კონსტიტუციური უფლების დასაცავად და პრეზიდენტმა ეს ტვირთი და პასუხისმგებლობა აიღო, რომ იყოს ამ პროცესში. მან თქვა თავისი პირველი შეფასება არჩევნების შემდგომ და დღეს პრეზიდენტი არის ერთადერთი პირი, სახელმწიფოს მეთაური, რომელიც იცავს კონსტიტუციის პრინციპებს. სხვა ყველა, ვინც კი ვალდებული იყო, რომ დაეცვა მოქალაქეების უფლებები, მათ ღიად, უხეშად და დემონსტრაციულად დაარღვიეს ეს უფლება და ჩატარდა ქვეყანაში სპეცოპერაცია და არა არჩევნები. პრეზიდენტი ამ მოცემულობაში არის ევროპული იდეის მთავარი დამცველი, ამიტომ, ეს გამოსვლა, უდავოდ, იყო ძალიან ძლიერი ლიდერის გამოსვლა და ბევრი მოქალაქისთვის იმედის მომცემიც“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები