საქართველოში ვიქტორ ორბანის ვიზიტი აბსოლუტურად ამაზრზენია. ის მხარს უჭერს ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც მიიტაცა საქართველო, როგორც სახელმწიფო, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში გერმანიის ბუნდესტაგის ევროკავშირის საკითხთა კომიტეტის წევრი თომას ჰაკერი წერს.
“მე ველი, რომ ევროკავშირი აშკარად დისტანცირდება მისი ვიზიტისგან და დაგმობს მას მაქსიმალურად მკაცრად”, – წერს ჰაკერი.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველოში 28-29 ოქტომბერს ოფიციალური ვიზიტით უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი ჩამოდის.