spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

გია ხუხაშვილი – ახლა შევდივართ ისეთ სივრცეში, რაც უკავშირდება ხელისუფლებასა და საზოგადოებას შორის მორიგ დაპირისპირებას

პრეზიდენტმა, შეიძლება ითქვას, რომ ეს რუბიკონი გადალახა და ყველაფერს დაარქვა თავისი სახელი, ახლა შევდივართ ისეთ სივრცეში, რაც უკავშირდება ხელისუფლებასა და საზოგადოებას შორის მორიგ დაპირისპირებას, – ამის შესახებ პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, საზოგადოების დიდი ნაწილი თვლის, რომ ხელისუფლებამ მოახდინა ძალაუფლების უზურპაცია, ანუ, ერთგვარი სახელმწიფო გადატრიალება. ასეთ დროს ხალხს აქვს უფლება, რომ შეცვალოს ხელისუფლება.

“ძალიან მძიმე პროცესია ის, რაც ხდება. ქვეყანა დგას გზაჯვარედინზე და არავის აქვს ილუზია, რომ ეს არის უბრალოდ ძალაუფლებისთვის ბრძოლა, ეს არის ბრძოლა საქართველოს განვითარების გრძელვადიანი ვექტორის შესანარჩუნებლად. ამ ყველაფერს აქვს გეოპოლიტიკური განზომილება, შესაბამისად, ინტერესი ჩვენდამი მაღალია მთელ სამყაროში. შეიძლება არ ჩანს კარგად, მაგრამ რაც დრო გავა, მეტად გამოჩნდება. პრეზიდენტმა, შეიძლება ითქვას, რომ ეს რუბიკონი გადალახა და ყველაფერს დაარქვა თავისი სახელი, ახლა შევდივართ ისეთ სივრცეში, რაც უკავშირდება ხელისუფლებასა და საზოგადოებას შორის მორიგ დაპირისპირებას. საზოგადოების დიდი ნაწილი თვლის, რომ ხელისუფლებამ მოახდინა ძალაუფლების უზურპაცია, ანუ, ერთგვარი სახელმწიფო გადატრიალება. ასეთ დროს ხალხს აქვს უფლება, რომ დაიბრუნოს მანდატი და აღადგინოს კონსტიტუციური მანდატი, შეცვალოს ხელისუფლება. ამ პროცესში ვიმყოფებით ერთად, ამ კრიზისში და როგორ განვითარდება მოვლენები, ამის თქმა არის ძალიან რთული. მე ვისურვებდი, რომ დღევანდელზე პოლიტიკოსები და ორგანიზატორები კონკრეტულად ეტყვიან ხალხს, გასაგებ ენაზე, როგორ მიაღწიონ ამ გზით შედეგი“, – განაცხადა გია ხუხაშვილმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები