სახეზე გვაქვს ინსტიტუციური კონფლიქტი, იმიტომ, რომ პრეზიდენტის ეს განაცხადი პირდაპირ ნიშნავს, რომ ის თავის კონსტიტუციურ ფუნქციას, ხელი მოაწეროს და დანიშნოს პირველი სხდომა, არ განახორციელებს, იმიტომ, რომ მან განაცხადა, რომ არჩევნები არის მოპარული, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” წევრმა გიგი უგულავამ განაცხადა.
მისივე თქმით, “ქართული ოცნება” თავის ჩვეულ სტილში იძალადებს, შეეცდება ჩაატაროს პირველი სხდომა.
“სახეზე გვაქვს ინსტიტუციური კონფლიქტი, იმიტომ, რომ პრეზიდენტის ეს განაცხადი პირდაპირ ნიშნავს, რომ ის თავის კონსტიტუციურ ფუნქციას, ხელი მოაწეროს და დანიშნოს პირველი სხდომა, არ განახორციელებს, იმიტომ, რომ მან განაცხადა, რომ არჩევნები არის მოპარული. აქედან გამომდინარე, სავარაუდოდ, „ქართული ოცნება“ თავის ჩვეულ სტილში იძალადებს, შეეცდება ჩაატაროს პირველი სხდომა, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, საზოგადოების ძალისხმევით, ეს სხდომა ზუსტად ისე დასრულდება, როგორც 2003 წლის 23 ნოემბერს დასრულდა“, – განაცხადა უგულავამ.