“კოალიცია ცვლილებებმა” ყველაზე სწორი გადაწყვეტილება მივიღეთ, რაც შეიძლება სწრაფად. ვფიქრობ, ივანიშვილი კიდევ უფრო დიდ ჩიხში აღმოჩნდება, – ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებებისთვის” ლიდერმა ნიკა მელიამ განაცხადა.
მელია ფიქრობს, რომ ყველა ბარიერგადალახული პარტიაც ანალოგიურად მოიქცევა და პარლამენტში მანდატს არ წარადგენს.
“ამომრჩევლის ნება არ აისახა არჩევნების შედეგებით და ასეთ შემთხვევაში, “კოალიცია ცვლილებებმა”, მე ვფიქრობ, ყველაზე სწორი გადაწყვეტილება მივიღეთ, რაც შეიძლება სწრაფად. ამით პატივი ვეცით ამ ქვეყნის მომავალს, პირველ რიგში, ჩვენს ამომრჩეველს, ასობით ათას ამომრჩეველს და ვფიქრობ, რომ ანალოგიურ გადაწყვეტილებას მიიღებს ყველა ბარიერგადალახული, მიუხედავად გაყალბებისა, ოპოზიციური ჯგუფები და ვფიქრობ, ივანიშვილი კიდევ უფრო დიდ ჩიხში აღმოჩნდება”, – განაცხადა ნიკა მელიამ.
“კოალიცია ცვლილებებისთვის” გუნდმა უარი თქვა საპარლამენტო მანდატებზე.