spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ბადრი ჯაფარიძე – ამ არჩევნების საფუძველზე არჩეული ხელისუფლება ვერ იქნება ლეგიტიმური ხელისუფლება

გუშინ პრეზიდენტმა პირდაპირ თქვა, რომ ეს არჩევნები არის მოპარული, ეს არ არის ლეგიტიმური შედეგები, შესაბამისად, ამ არჩევნების საფუძველზე არჩეული ხელისუფლება ვერ იქნება ლეგიტიმური ხელისუფლება, – ამის შესახებ კოალიცია “ძლიერი საქართველოს” ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს  თანამოქალაქეების მშვიდობიან პროტესტს.

“გუშინ პრეზიდენტმა პირდაპირ თქვა, რომ ეს არჩევნები არის მოპარული, ეს არ არის ლეგიტიმური შედეგები, შესაბამისად, ამ არჩევნების საფუძველზე არჩეული ხელისუფლება ვერ იქნება ლეგიტიმური ხელისუფლება. ამიტომ, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენი თანამოქალაქეების მშვიდობიან პროტესტს, რომ მთელმა მსოფლიომ დაინახოს, რომ ქართველი ხალხი არ ეგუება არ შეეგუება არჩევნების მიტაცებას და ამიტომ არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ დღეს რაც შეიძლება მეტი ადამიანი მოვიდეს რუსთაველზე, გამოხატოს თავისი მშვიდობიანი პროტესტი იმ უმსგავსობის მიმართ, რაც ჩაიდინა “ქართულმა ოცნებამ“, –  განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები