spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

მამუკა ხაზარაძე – ყველას მოგიწოდებთ, დღეს, 19:00 საათზე, შემოგვიერთდეთ აქციაზე

ყველას მოგიწოდებთ, დღეს, 19:00 საათზე, შემოგვიერთდეთ აქციაზე. სრულ კოორდინაციაში ვართ პრეზიდენტთან, სამოქმედო გეგმა, რა თქმა უნდა, იქნება, ასევე კავშირზე ვართ საერთაშორისო დამკვირვებლებთან, – ამის შესახებ კოალიცია “ძლიერი საქართველოს” ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, 26 ოქტომბრის არჩევნები იყო რუსული სპეცოპერაცია.

“გუშინ პრეზიდენტთან შეხვედრაზე დავაფიქსირეთ, რომ არჩევნები ჩაატარა ივანიშვილმა რუსული სპეცოპერაციით. ვიკრიბებით შემდგომი ნაბიჯების დასაგეგმად. ყველას მოგიწოდებთ, დღეს, 19:00 საათზე, შემოგვიერთდეთ აქციაზე, რადგან არ შეიძლება ამ შედეგების აღიარება, არ შეიძლება ივანიშვილს ქვეყანა გავატანოთ რუსეთში. სრულ კოორდინაციაში ვართ პრეზიდენტთან, სამოქმედო გეგმა, რა თქმა უნდა იქნება, ასევე კავშირზე ვართ საერთაშორისო დამკვირვებლებთან. ტყუილში და მიტაცებული არჩევნებით ვერ ვიცხოვრებთ და რუსეთის მმართველობა ქვეყანაში ვერ იქნება“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები