ჩვენი პარტია “ოცნების” არალეგიტიმურ პარლამენტს ლეგიტიმაციას არ მისცემს! წერტილი, – ამის შესახებ “გახარია საქართველოსთვის” ლიდერმა გიორგი გახარიამ ბრიფინგზე განაცხადა.
მან არჩევნები შეაფასა და განაცხადა, რომ ივანიშვილმა ხალხს უფლებები წაართვა.
“ჩვენი პარტია “ოცნების” არალეგიტიმურ პარლამენტს ლეგიტიმაციას არ მისცემს! წერტილი.
“ოცნებას” და პერსონალურად ივანიშვილს ბოლო შანსი ჰქონდა გადაერჩინა ქვეყნის ევროპული მომავალი. ჩემდა სამწუხაროდ, ეს ბოლო შანსიც არ გამოიყენა. გამოდის, რომ საკუთარი მილიარდების გადარჩენა ამჯობინა.
სიხარბემ მიგვიყვანა იმ ძალიან მძიმე კრიზისულ მდგომარეობამდე, რომელშიც ახლა ვართ. დღეს ფაქტია, ვინც როგორ არ უნდა შეაფასოს ეს არჩევნები, საქართველოს მოქალაქეები თვლიან, რომ ივანიშვილმა ისინი მოატყუა, არჩევანი მოჰპარა. გამიფრთხილებია “ოცნება”, რომ ორი სახის ლეგიტიმაციის გარეშე – ქართველი ხალხის შიდა ლეგიტიმაციის და საერთაშორისო ლეგიტიმაციის გარეშე ხელისუფლების შენარჩუნება გაუჭირდებოდათ”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.