spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

გიორგი ვაშაძე – ჩვენი მთავარი ამოცანაა, ერთად ვიყოთ და არ ვცნოთ ლეგიტიმაცია არც ქვეყნის შიგნით და არც ქვეყნის გარეთ

ეს არჩევნები მოვიგეთ ჩვენ. შედეგები, რასაც ცესკო აპირებს გამოაქვეყნოს, არის არალეგიტიმური, მინიმუმ, საუბარია 300-350 ათასი ხმის გაყალბებაზე, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ოპოზიციონერი პოლიტიკოსების საგანგებო შეკრების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, პროტესტი დაიწყება დღეს და გამარჯვება აუცილებლად დადგება.

“ეს არჩევნები მოვიგეთ ჩვენ. შედეგები, რასაც ცესკო აპირებს გამოაქვეყნოს, არის არალეგიტიმური, მინიმუმ, საუბარია 300-350 ათასი ხმის გაყალბებაზე. ჩვენი ჯგუფები მუშაობენ, დღეს გვექნება სტრატეგიული ხედვის წარდგენა საზოგადოებისთვის. ჩვენი მთავარი ამოცანაა, ერთად ვიყოთ და არ ვცნოთ ლეგიტიმაცია არც ქვეყნის შიგნით და არც ქვეყნის გარეთ.

პრეზიდენტის განცხადება იყო – ყველას გელოდებით 7 საათზე. ეს არ არის ერთდღიანი პროცესი, მაგრამ  ჩვენ გავიმარჯვებთ”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები