spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ირაკლი ფავლენიშვილი – სპეცოპერაციის შედეგად დამდგარი შედეგები არ უნდა მივიღოთ არავინ

მოვუწოდებთ საქართველოს ყველა მოქალაქეს, არ დავუთმოთ ეს ქვეყანა რუსეთის უშიშროებას და სპეცოპერაციის შედეგად დამდგარი შედეგები, არ უნდა მივიღოთ არავინ, –  ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივნის მოადგილემ ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ივანიშვილმა მოქალაქეებს არჩევნები წაართვა.

“ივანიშვილმა მთავარი, არჩევნები წაგვართვა. 2020-შიც გააყალბა არჩევნები, მაგრამ ახლა სხვა რაღაც მოხდა, სპეცოპერაცია ჩაატარა ამ ადამიანმა რუსეთის უშიშროების პირდაპირი ჩარევით და ამაზე უკვე გამოძიება დაანონსებულია საერთაშორისო საზოგადოების მიერ. ჩვენ ვეცდებით შემოვიტანოთ ეს აპარატურა და მოვუწოდებთ საქართველოს ყველა მოქალაქეს, არ დავუთმოთ ეს ქვეყანა რუსეთის უშიშროებას და სპეცოპერაციის შედეგად დამდგარი შედეგები, არ უნდა მივიღოთ არავინ. ახლა ეროვნული წინააღმდეგობის დროა. პარტიული ხაზებიც წაშლილია”, – განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.

პარლამენტის წინ ოპოზიციონერი პოლიტიკოსები აქციისთვის ემზადებიან. მათი განცხადებით, სცენის მოსაწყობი საშუალებებისა და აპარატურის დადგმის უფლებას არ აძლევენ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები