spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ლონდა თოლორაია – მოქმედებდა წინასწარ დაგეგმილი ორგანიზებული გაყალბების სქემა, რომელზე მზადებაც არჩევნებამდე დაიწყო

მოქმედებდა წინასწარ დაგეგმილი ორგანიზებული გაყალბების სქემა, რომელზე მზადებაც არჩევნებამდე დაიწყო. ცესკომ ერთპიროვნულად შეცვალა საარჩევნო კოდექსის დადგენილი წესი და ნაცვლად იმის, რომ რეგისტრატორების ფუნქცია წილისყრით არჩევნების დღეს გამოვლენილიყო, ვადა განსაზღვრა ერთი კვირით ადრე, – ამის შესახებ სადამკვირვებლო კოალიცია “ჩემი ხმის” წარმომადგენელმა ლონდა თოლორაიამ განაცხადა.

მისივე თქმით, უკიდურესად შეზღუდული დაკვირვების, მტრული გარემოს შექმნის, ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირების და დაშინების მიუხედავად, დამკვირვებლებმა ამ სქემის ძირითადი ტენდენციების იდენტიფიცირება მოახერხეს.

“ჩვენს მიერ მოპოვებული მტკიცებულებები ადასტურებს, რომ მოქმედებდა წინასწარ დაგეგმილი, ორგანიზებული გაყალბების შემდეგი სქემა, რომლისთვისაც მზადება დაიწყო არჩევნებამდე – კერძოდ – ცესკომ საჯარო განხილვებისა და ჩართულ მხარეებთან კონსულტაციების გარეშე ერთპიროვნულად, თვითნებურად შეცვალა საარჩევნო კოდექსით დადგენილი წესი, და ნაცვლად იმისა, რეგისტრატორების ფუნქცია არჩევნების დღეს წილისყრით გამოვლენილიყო, აღნიშნული წილისყრის ჩატარების ვადად განსაზღვრა არჩევნებამდე 1 კვირით ადრე. აღნიშნულ პროცესზე დაკვირვება სადამკვირვებლო ორგანიზაციების უმრავლესობისთვის იყო შეუძლებელი.
ამომრჩეველთა სიების ფორმირების პროცესის პარალელურად, მასშტაბურად იმატა ცნობებმა და მტკიცებულებებმა მმართველი  პარტიის მიერ ამომრჩევლის პირადობის მოწმობების ქირავნობის თუ სხვადასხვა გზით მოპოვების, ასევე პერსონალური მონაცემების  უკანონო შეგროვებისა და სხვადასხვა ფორის დამუშავების შესახებ.

ცესკოს საჯარო დაპირების მიუხედავად, რომ ვერიფიკაციის პროცესზე დაკვირვებას არანაირი შეფერხება არ ექნებოდა, კენჭისყრის დღეს საარჩევნო უბნებზე სრულიად საპირისპირო რეალობა იყო: ტოტალურად, სარეგისტრაციო მაგიდები მიბჯენილი იყო კედელზე იმგვარად, რომ დამკვირვებლებისთვის შეუძლებელი იყო პროცესის სრულყოფილად დაკვირვება. იქ სადაც ჩვენს დამკვირვებლებს ჰქონდათ შესაძლებლობა დამდგარიყვნენ ვერიფიკაციის აპარატების უკან, კომისიის წევრები მიუთითებდნენ, რომ ადგილს მოშორებულიყვნენ, რადგან არ ჰქონდათ ამ ლოკაციიდან დაკვირვების უფლება. გარკვეულ შემთხვევებში, ვერიფიკაციის პროცესზე დაკვირვების გამო, ჩვენი დამკვირვებლებს.

არჩევნების გაყალბების სქემა საარჩევნო უბნებზე კენჭისყრის დღეს იყო შემდეგი:

საარჩევნო უბანზე მისულ ამომრჩეველთა ნაწილს პასპორტში მოთავსებული ჰქონდა ან ID ბარათზე დაკრული ჰქონდა ფურცელი, რომელზეც დაწერილი იყო სხვა პირის პირადი ნომერი; ასევე, ამომრჩეველი ხმის მიცემას ტელეფონში არსებული ID ბარათის ფოტოასლის საშუალებით ახერხებდა;

გამყალბებელ ამომრჩევლებს საარჩევნო უბნებზე ჰყავდათ მოკავშირე რეგისტრატორები, რომლებსაც: სწრაფად უნდა შეეყვანათ ვერიფიკაციის აპარატში ფურცელზე დაწერილი პირადი ნომერი; არ უნდა გაეკეთებინათ ან უხარისხოდ უნდა გაეკეთებინათ მარკირება;

გაყალბების ამ სქემაში გამყალბებელს სჭირდებოდა ბიულეტენის მისაღებად მარკირებისაგან თავის მაქსიმალურად არიდება, რათა მას ჰქონოდა იგივე სქემით სხვა უბანზე მისვლისა და არჩევნებში კვლავ მონაწილეობის შესაძლებლობა. შესაბამისად, მარკირება რომელიც არის და ამ შემთხვევაშიც უნდა ყოფილიყო ვერიფიკაციის პროცესში გაყალბებისგან დამზღვევი მექანიზმი, არ ხორციელდებოდა;

კერძოდ: მარკირების შემოწმების გარეშე ხდებოდა ამომრჩეველთა შეშვება საარჩევნო უბნებზე, არ გამოიყენებოდა მარკირების სითხე, დაფიქსირდა ასევე მარკირების გაკეთების დროს მანიპულაცია – მარკირების გაკეთების დროს თითის ან ხელსახოცის დაფარების გზით ამომრჩეველს ხელზე არ ხვდებოდა მარკირების სითხე;

„რიგ შემთხვევებში მარკირების სითხე და ფანრის ხარისხი არ იყო სათანადო: არ რჩებოდა მარკირების კვალი ან მარტივად იშლებოდა იგი, ხოლო ფანრები გამოსული იყო მწყობრიდან – საჭიროებდა ელემენტების გამოცვლას და ა.შ.

გამყალბებელს და რეგისტრატორს ხელს უწყობდა კენჭისყრის ოთახში რეგისტრატორების მაგიდების იმგვარი განლაგება, რაც შეუძლებელს ხდიდა პროცესის დაკვირვებას. ასეთი ინფრასტრუქტურის პარალელურად, კომისიის წევრები და თავმჯდომარე კატეგორიულად უკრძალავდნენ დამკვირვებლებს რეგისტრატორების მაგიდებთან მიახლოებას. მაგიდასთან მიახლოვებისას ადგილი ჰქონდა დამკვირვებლების უბნიდან გამოძევების არაერთ შემთხვევას;

მნიშვნელოვანი ხარვეზები დაფიქსირდა გადასატანი ყუთით ხმის მიცემის და შედეგების შეჯამების დათვლის პროცესში. უმრავლეს შემთხვევაში გადასატანი ყუთები უბანზე.

არჩევნების გაყალბების პროცესში მოკავშირეებად გვევლინებიან ე.წ. გონგო ორგანიზაციის დამკვირვებლები, რომლებსაც ჰქონდათ სამი ამოცანა:

1. გაენეიტრალებინათ დამკვირვებლები;

2.მმართველი პარტიის წარმომადგენლებთან ერთად უბანთან მობილიზებული გამყალბებლები შეეყვანათ უბნებზე;

3. საჭიროების შემთხვევაში შეექმნათ უბანზე ქაოსი, რაც რეგისტრატორს და გამყალბებელს აძლევდა საშუალებას ყურადღების მიღმა განეხორციელებინათ ვერიფიკაციის პროცესი და გამყალბებლისთვის შეუფერხებლად გადაეცათ ბიულეტენი.

ყოველივე ზემოაღნიშნული, გამყალბებელს აძლევდა საშუალებას მიღებული ბიულეტენით მიეცა ხმა და ბიულეტენი მოეთავსებინა ელექტრონულ ან არაელექტრონულ ყუთში.

გაყალბების ეს სქემა არ იწვევს დისბალანსს, რაც ახასიათებს სხვა ისეთ კარუსელებს, რომლებსაც სჭირდება უბნიდან ბიულეტენის გატანა.

უკიდურესად შეზღუდული დაკვირვების, მტრული გარემოს შექმნის, ფიზიკური, სიტყვიერი და ფსიქოლოგიური ძალადობისა და დაშინების მცდელობის მიუხედავად, დამკვირვებლებმა მაინც მოახერხეს ამ სქემის ძირითადი ტენდენციების იდენტიფიცირება და მტკიცებულებების დოკუმენტირება, რამაც გამოააშკარავა გაყალბების ეს სქემა და მისი მასშტაბი.

ამ წუთისთვის მომზადებულია და საოლქო საარჩევნო კომისიებს წარედგინება 189 უბნის შედეგების ბათილობის შესახებ საჩივრები სხვადასხვა საარჩევნო ოლქში. აღნიშნულ უბნებში ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა აჭარბებს 300 000-ს. ჩვენი იურისტები აგრძელებენ მუშაობას შედეგების ბათილობის მოთხოვნით დამატებითი საჩივრების წარდგენაზე და შესაბამისად, ეს რიცხვი გაიზრდება.

სადამკვირვებლო მისიის მიერ შეგროვებული მტკიცებულებები შეიცავს საარჩევნო გაყალბების დანაშაულის შესახებ ინფორმაციას. შესაბამისად, მივმართავთ საგამოძიებო უწყებებს, დაიწყონ გამოძიება არჩევნების გაყალბების კვალიფიკაციით“, – განაცხადა თოლორაიამ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები