ყველანი რუსთაველზე, რომელიც უნდა იქცეს პროტესტის მთავარ ციტადელად და ჩვენი საბოლოო გამარჯვების ადგილად. არა თუ არ უნდა შენელდეს პროტესტი, არამედ კიდევ უფრო უნდა გაძლიერდეს, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
“ოლიგარქს სურს ფეხქვეშ გათელოს ჩვენი ღირსება და სიამაყე,საბოლოოდ წაგვართვას თავისუფლება.
ჩვენ უნდა ვუთხრათ მას და მის პატრონებს მოსკოვში, მთელი მსოფლიოს გასაგონად – არ დაგნებდებით! არ წაგართმევინებთ სამშობლოს!
არ გადაგაქცევინებთ ჩვენს ხალხს ოლიგარქის და რუსი მიგრანტების მომსახურე პერსონალად! არ ჩაგატოვებინებთ ერთ დროს წარმატებულ ქვეყანას ჭაობში!
საქართველოში არიან მონები, რომლებიც დაეხეტებოდნენ უბნიდან უბანზე არჩევნების მოსაპარად, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ საქართველო პირველ რიგში არის გმირების ქვეყანა, რომელთაც მოიტანეს ჩვენი ქვეყნის იდენტურობა და არსებობა ჩვენამდე!
ჩვენს ქვეყანას ისევ სჭირდება გმირობა და თავდადება, ძალა ერთობაშია!
ყველანი რუსთაველზე, რომელიც უნდა იქცეს პროტესტის მთავარ ციტადელად და ჩვენი საბოლოო გამარჯვების ადგილად.
არა თუ არ უნდა შენელდეს პროტესტი, არამედ კიდევ უფრო უნდა გაძლიერდეს, სანამ წელში არ გადავტეხთ მოძალადე რეჟიმს!“, – წერს მიხეილ სააკაშვილი.