spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ნიკა მელია – ამ ბრძოლისთვის ჩვენ ყველა მზად ვიყავით და ეს პროცესი გაგრძელდება გამარჯვებამდე

2024 წლის არჩევნებზე მთავარი კითხვა არ იყო ვინ შევიდოდა ამ პარლამენტში, მთავარი კითხვა, რომელზეც პასუხი უნდა გაეცა ქართულ საზოგადოებას იყო შედეგი, სად იქნება ქართული სახელმწიფო გეოპოლიტიკურად, – ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებებისთვის” ლიდერმა ნიკა მელიამ განაცხადა.

მისივე თქმით, დასრულდა არჩევნები და აღმოჩნდა, რომ წინა არჩევნებთან შედარებით, 270 000 ქართველით მეტი მისულა და ხმა მიუცია ბიძინა ივანიშვილისთვის, ამის მიღებას რეალობად არავინ აპირებს.

“არავის ჰქონია იმის მოლოდინი, რომ 27 ოქტომბერს გამოვიდოდა ივანიშვილი პირდაპირ ეთერში და მოგილოცავდათ გამარჯვებას. მოლოდინი იყო მხოლოდ იმის, თუ, რამდენ პროცენტს დაიწერდა. 2024 წლის არჩევნებზე მთავარი კითხვა არ იყო ვინ შევიდოდა ამ პარლამენტში, მთავარი კითხვა, რომელზეც პასუხი უნდა გაეცა ქართულ საზოგადოებას იყო შედეგი, სად იქნება ქართული სახელმწიფო გეოპოლიტიკურად, ვიქნებით რუსული ჭაობის ნაწილი თუ ვიქნებით დასავლური გეოპოლიტიკის ნაწილი. დასრულდა არჩევნები და აღმოჩნდა, რომ წინა არჩევნებთან შედარებით, 270 000 ქართველით მეტი მისულა და ხმა მიუცია ბიძინა ივანიშვილისთვის, ამის მიღებას რეალობად ვინმე ვაპირებთ? პრივილეგიაა თითოეული ჩვენგანისთვის აქ ყოფნა. უკანასკნელი თვეების განმავლობაში, რუსთაველის გამზირზე, როცა რუსული კანონი მიიღეს, მას შემდეგ, დაიბადა ახალი საქართველო და ამ რეალობას ზურგს აქცევს ივანიშვილი. ამ ბრძოლისთვის ჩვენ ყველა მზად ვიყავით და ეს პროცესი გაგრძელდება გამარჯვებამდე. ჩვენმა წინაპრებმა თავები შეუშვირეს საბჭოთა კავშირის ჯარისკაცების ორლესულ ნიჩბებს, იმისთვის, რომ ჩვენ დღეს აქ ვმდგარიყავით. მათი ხსოვნა იმსახურებს ბრძოლას ბოლომდე“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები