spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ევროკავშირის 13 ქვეყნის მინისტრები – ვითხოვთ საჩივრების მიუკერძოებელ გამოძიებასა და დარღვევების აღმოფხვრას

ევროკავშირის 13 ქვეყნის ევროპის საკითხთა მინისტრები საქართველოში ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ და საჩივრების მიუკერძოებელ გამოძიებას მოითხოვენ.

“ჩვენ ღრმად შეშფოთებული ვართ საქართველოში არსებული მიმდინარე სიტუაციით. საერთაშორისო დამკვირვებლებმა ანგარიშებში ისაუბრეს სამართალდარღვევების შესახებ საარჩევნო კამპანიისა და არჩევნების დღის განმავლობაში.

ვგმობთ ყველა იმ ქმედებას, რომელიც ხელყოფს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების საერთაშორისო სტანდარტებს. ჩვენ ვიზიარებთ მათ შეშფოთებას და ვითხოვთ საჩივრების მიუკერძოებელ გამოძიებასა და დადგენილი დარღვევების აღმოფხვრას.

ამ რთულ დროს ჩვენ ვდგავართ ქართველი ხალხის გვერდით. მნიშვნელოვანია, რომ აქციები და მთავრობის რეაქცია მათზე დარჩეს მშვიდობიანი. საარჩევნო მთლიანობის დარღვევა შეუთავსებელია იმ სტანდარტებთან, რომლებსაც ველოდებით ევროკავშირის კანდიდატისგან. ეს ქართველი ხალხის კანონიერი ევროპული მისწრაფებების ღალატია. კანონის უზენაესობისა და თავისუფალი, სამართლიანი არჩევნების დაცვა აუცილებელი პირობაა საქართველოს ევროკავშირის გზაზე პროგრესისთვის.

ჩვენ ვაკრიტიკებთ პრემიერ-მინისტრ ორბანის ნაადრევ ვიზიტს საქართველოში. ის არ საუბრობს ევროკავშირის სახელით“, – აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ:

ჯესიკა როსენკრანცი – შვედეთის ევროკავშირის საკითხთა მინისტრი
მარტინ დვორაკი – ჩეხეთის ევროპის საკითხთა მინისტრი
ანა ლიურმანი – გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ევროპისა და კლიმატის საკითხებში
მარი ბიერი – დანიის ევროპის საკითხთა მინისტრი
მარგუს ცაჰკნა – ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი
იოაკიმ სტრანდი – ფინეთის ევროპის საკითხთა და საკუთრების მართვის მინისტრი
ბენჟამინ ჰადადი – საფრანგეთის მინისტრ-დელეგატი ევროპის საკითხებში
ჯენიფერ კეროლ მაკნილი – ირლანდიის სახელმწიფო მინისტრი ევროკავშირის საკითხებში
გაბრიელიუს ლანდსბერგისი – ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი
კასპარ ველდკამპი – ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი
ქსავიე ბეტელი – ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა, საგარეო ვაჭრობის, განვითარების სფეროში თანამშრომლობისა და ჰუმანიტარულ საკითხთა მინისტრი
ადამ შლაპკა – პოლონეთის ევროკავშირის საკითხთა მინისტრი
ინეშ დომინგოსი – პორტუგალიის სახელმწიფო მდივანი ევროპის საკითხებში

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები