ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ კორტანეთში შიდა საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები აქტიურ ფაზაშია.
მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, გზის 750 მეტრიან მონაკვეთზე არმირებული ბეტონის საფარი იგება, ეწყობა საყრდენი კედლები და სანიაღვრე სისტემა. სამუშაოებს შპს “მშენებელი 2012” ასრულებს.
პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.