ეს რუსული მოდელი არის საფრთხე ბევრი სხვა დემოკრატიისთვის. ჩვენ გავხსნით მთელ ამ სქემას. მე ვურჩევდი ცესკოს თანამშრომლებს, დაიზღვიონ თავი, ეს არის კრიმინალი, როდესაც ხალხის ნების წინააღმდეგ მოქმედებენ, – ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებებისთვის” ლიდერმა ელენე ხოშტარიამ ოპოზიციის საკოორდინაციო შეხვედრიდან გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, ოპოზიციას კონსულტაციები აქვს პრეზიდენტთანაც და ერთობლივად ცდილობენ გაყალბების მტკიცებულებების გამოააშკარავებას.
“ეს არის მოპარული არჩევნები, ეს არის სპეცოპერაცია რუსული, ეს არის გაყალბებული არჩევნები, უნდა გადაიდგას შემდეგი ნაბიჯები, შესაბამისად, ქართული ოპოზიცია არ შედის ამ პარლამენტში. ჩვენი მოქმედებები იქნება მიმართული იმაზე, რომ ჩატარდეს ხელახალი არჩევნები. გვაქვს მტკიცებულებების კასკადი. ახლა ჩვენ რაზეც ვმუშაობთ, ეს არის მთლიანი მოდელის გაშიფვრა. ეს რუსული მოდელი არის საფრთხე ბევრი სხვა დემოკრატიისთვის. ჩვენ გავხსნით მთელ ამ სქემას. მე ვურჩევდი ცესკოს თანამშრომლებს, დაიზღვიონ თავი, ეს არის კრიმინალი, როდესაც ხალხის ნების წინააღმდეგ მოქმედებენ”, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.
ოპოზიციური პარტიები საკოორდინაციო შეხვედრებს აგრძელებენ. მთავარი საკითხი არჩევნების ხელახალი ჩატარება და გაყალბების მტკიცებულებების გამოვლენაა.