spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

პაატა მანჯგალაძე – თუ ამ მანიპულაციას შევეგუებით, მომავალში საქართველოში არჩევნები გაუქმდება და შედეგებს არჩევნების გარეშე გამოაცხადებენ

მეგობრებო, თუ ამ გაყალბებას, ამ მანიპულაციას შევეგუებით, მომავალში საქართველოში არჩევნები გაუქმდება და შედეგებს არჩევნების გარეშე გამოაცხადებენ, როგორც ბელარუსში და რუსეთში, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” წევრმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, საჭიროა პროტესტი.

“ქართული ოცნების” მიერ დაწერილი 54% ნიშნავს, რომ, მაგალითად, ჩოხატაურში 17 000 ამომრჩევლიდან, საიდანაც 11 000 სოციალურად დაუცველია, არ აქვს გზა და მუდმივი წყალი, 70% გაგიჟდა, გადაირია “ქართული ოცნების” 12-წლიანი მმართველობით და გამოაცხადა მხარდაჭერა. მეგობრებო, თუ ამ გაყალბებას, ამ მანიპულაციას შევეგუებით, მომავალში საქართველოში არჩევნები გაუქმდება და შედეგებს არჩევნების გარეშე გამოაცხადებენ, როგორც ბელარუსში და რუსეთში. ამიტომ პროტესტი ბოლომდე, სანამ ხალხი არ დაიბრუნებს იმას, რაც მათ ეკუთვნით”, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები