უკრაინის რადამ გენერალური პროკურორის ანდრეი კოსტინის გადადგომას მხარი დაუჭირა. გადაწყვეტილება პროკურორებისთვის ინვალიდობის სტატუსის რეგისტრაციასთან დაკავშირებული სკანდალების ფონზე მიიღეს.
კოსტინმა თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება მას შემდეგ დაწერა, რაც გამოქვეყნდა გამოძიების შედეგები, რომლის თანახმადაც, ათობით უკრაინელმა პროკურორმა, სავარაუდოდ, უკანონოდ მიიღო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის მოწმობა.
ანდრეი კოსტინი უკრაინის გენერალური პროკურორის თანამდებობაზე ორ წელზე მეტ ხანს მუშაობდა.