ახლა მთავარია ერთად ყოფნა. ნომერ პირველი ამოცანაა, პარლამენტში “ქართული ოცნება“ მარტო იყოს. ბევრი სამუშაოა გასაწევი. ოპოზიცია ამ ბრძოლაში ბევრი წელიწადია არის, არაფერი არ დაგვიწყია გუშინ, – ამის შესახებ კოალიცია “ძლიერი საქართველოს” ლიდერმა ნიკა მელიამ განაცხადა.
მისივე თქმით, არ არსებობს ადამიანი, ვისაც არ სჯერა, რომ ეს არჩევნები მოიპარეს.
“არ არსებობს ადამიანი, ვისაც არ სჯერა, რომ ეს არჩევნები მოიპარეს, უბრალოდ კი არ გააყალბეს, ამიტომ ახლა მნიშვნელოვანია ეს ფაზაც გავიაროთ ერთად, კონსოლიდირებულად, სიმართლით და დაუღალავად. ახლა მთავარია ერთად ყოფნა. ნომერ პირველი ამოცანაა, პარლამენტში “ქართული ოცნება“ მარტო იყოს. ბევრი სამუშაოა გასაწევი. ოპოზიცია ამ ბრძოლაში ბევრი წელიწადია არის, არაფერი არ დაგვიწყია გუშინ. ეს არის პროცესის სხვა ეტაპი და მიმაჩნია, რომ წარმატება დარჩება ქართველ ხალხს ურყეობით, სიმრავლითა და სიმტკიცით”, – განაცხადა ნიკა მელიამ.