როგორც ჩემმა მეგობარმა თქვა ამ დილით, როცა გაიგო და ნახა ბაიდენის განცხადება, აბა რას იზამდა გლობალური ომის პარტიის ამერიკული დეპარტამენტის დირექტორიო. ეს ვითარება რაც ხდება, არის ოპერატიულად და სწრაფად მოსაგვარებელი, – ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებებისთვის“ წევრმა დავით ბერძენიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, უკრაინელები სისხლს ღვრიან და ქართველები ხმას იძლევიან.
“როგორც ჩემმა მეგობარმა თქვა ამ დილით, როცა გაიგო და ნახა ბაიდენის განცხადება, აბა რას იზამდა გლობალური ომის პარტიის ამერიკული დეპარტამენტის დირექტორიო. ეს ვითარება რაც ხდება, არის ოპერატიულად და სწრაფად მოსაგვარებელი. მეტი აქტიურობა, მეტ სისწრაფე, მეტი დახმარება უკრაინას და მეტი დახმარება საქართველოს, აი, ეს გვჭირდება დასავლეთის მხრიდან და უპირველესყოვლისა, ამერიკის მხრიდან. მთელი დასავლური სამყარო უახლოვდება იმ გადაწყვეტილებას, რომ, ამ ბოროტების იმპერიასთან, რუსეთთან, რომელიც არის პუტინის მმართველობის ქვეშ და ცივილიზაციას უქმნის პრობლებას, ამ სახელმწიფოსთან არის გასააქტიურებელი ბრძოლა. უკრაინელები სისხლს ღვრიან და ქართველები ხმას იძლევიან, უკრაინა არის ფლაგმანი რუსული ბარბაროსობის და ჩვენც ძალიან მნიშვნელოვანი ერი ვართ და ამ თვალსაზრისით, საგარეო აქტიურობის ხარისხით კმაყოფილი ვარ და ტენდენციით, რომ კიდევ უფრო მძაფრდება ეს, კარგია. თუმცა, მხოლოდ დასავლეთი ჩვენს გასაკეთებელს ვერ გააკეთებს. მე ძალიან პატივისცემით მინდა მოვიხსენიო ყველა ოპოზიციური პარტია, იმის მიუხედავად, რომ ცალკეულ უბნებზე ან დამკვირვებელმა არ ივარგა ან ვიღაც შეშინდა. აუცილებლად უნდა მოვიხსენიო პატივისცემით, რადგან ახლა არის გარდამავალი პერიოდი, ამდენი ხნის განმავლობაში, მტრის ხაზზე გვქონდა აგებული პოლიტიკა და დროა, შეიცვალოს“, – განაცხადა დავით ბერძენიშვილმა.