spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

თამარ კორძაია – კატეგორიულად მოვითხოვ, გადმოგვცენ ბიულეტენის ნიმუში, რომელზეც უკვე არის ხმა მიცემული, რომ ჩავატაროთ ექსპერტიზა

ამ გაყალბებას ჰქონდა ტოტალური ხასიათი და პერსონალური პასუხისმგებლობა ეკუთვნის გიორგი კალანდარიშვილს. კატეგორიულად მოვითხოვ, გადმოგვცენ ბიულეტენის ნიმუში, რომელზეც უკვე არის ხმა მიცემული, რომ ჩავატაროთ ექსპერტიზა.  წინააღმდეგ შემთხვევაში, დადგება სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალურმა მოძრაობის” წევრმა თამარ კორძაიამ განაცხადა.

მისივე თქმით, “ერთიანობა – ნაციონალურმა მოძრაობამ” გაასაჩივრა მთელი საქართველოს ყველა უბნის შედეგები.

“ერთიანობა – ნაციონალურმა მოძრაობამ” გაასაჩივრა მთელი საქართველოს ყველა უბნის შედეგები. კადრებში ჩანს, როგორ ამეცადინებენ “ქართული ოცნების” კომისიის წევრები თავიანთ ამომრჩეველს ხმის მიცემის პროცესში. ეს არის ამომრჩევლის და ადამიანის ფუნდამენტური უფლების შელახვა და ამას ჰქონდა ტოტალური და მასობრივი ხასიათი, ამიტომაც, ჩვენ ვთვლით, რომ არავის არ აქვს დღეს შესაძლებლობა, განსაზღვროს თუ ვინ გააკეთა ამ ქვეყანაში თავისუფალი არჩევანი. ამიტომ, მივმართავ გიორგი კალანდარიშვილს – დღეს ჩემს საპასუხოდ არ დააყენოთ თქვენი პრესსამსახურის ქალბატონი და არ თქვათ, რომ ამ ბიულეტენს ფარავდა კონვერტი. ფარულობას არ იცავდა არცერთი პროცედურა. ამ გაყალბებას ჰქონდა ტოტალური ხასიათი და შესაბამისად, პერსონალური პასუხისმგებლობა ეკუთვნის გიორგი კალანდარიშვილს. კატეგორიულად მოვითხოვ, გადმოგვცენ ბიულეტენის ნიმუში, რომელზეც უკვე არის ხმა მიცემული იმისათვის, რომ ჩავატაროთ ექსპერტიზა, რამდენად შეესაბამება ის ხელშეკრულებით დადგენილ სტანდარტს და ჩვენ ამას დამოუკიდებელ ექსპერტიზას ჩავუტარებთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, დადგება სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა არჩევნებზე მასობრივი ძალადობისა და ფარულობის დარღვევის”, – განაცხადა თამარ კორძაიამ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები