spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

სოფელ ყვიბისში მამათა მონასტერთან მისასვლელი გზის რეაბილიტაციის II ეტაპი მიმდინარეობს

ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ყვიბისში მამათა მონასტერთან მისასვლელი გზის რეაბილიტაციის II ეტაპი მიმდინარეობს.

პროექტის ფარგლებში, ბერის საყდრებამდე მისასვლელი გზის 1.5 კმ-იან მონაკვეთზე არმირებული ბეტონის საფარი ეწყობა.

მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები ადგილობრივი და ცენტრალური ბიუჯეტიდან ფინანსდება და სამუშაოებს შპს “ამხანაგობა გზა – 2023” ახორციელებს.

პროექტის მიზანია, ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, რაც რეგიონში ტურიზმის განვითარებისთვის ხელსაყრელ პირობებს შექმნის.

შეგახსენებთ, რომ გასულ წელს, პროექტის l ეტაპზე გზის 600-მეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაცია განხორციელდა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები