spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ნიკა ჩიტაძე – შანსი იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლებას დაუწესოს სანქციები აშშ-მა იქნება მაღალი თუ კამალა ჰარისი გაიმარჯვებს

შანსი იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლებას დაუწესოს სანქციები აშშ-მა იქნება მაღალი თუ კამალა ჰარისი გაიმარჯვებს არჩევნებში, თუმცა არაა გამორიცხული, რომ ტრამპის პირობებშიც სახელმწიფო დეპარტამენტმა სანქციები დააწესოს, – ამის შესახებ Front News-თან ექსპერტმა ნიკა ჩიტაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ბაიდენის განცხადებაში ნათლად იკვეთება აშშ-ის პოზიცია არჩევნებთან მიმართებით.

“ფაქტია, რომ უკვე აშშ-ის პრეზიდენტი ინფორმირებულია, ალბათ, სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ, რომ საქართველოში არჩევნები დიდი დარღვევებით წარიმართა. აღნიშნული არ უკავშირდება მხოლოდ 26 ოქტომბერს. ბაიდენმა აღნიშნა, რომ წინასაარჩევნო კამპანიაც პრობლემატური იყო, დაშინებითა და იძულებით ხასიათდებოდა ძირითადად და აქ ბუნებრივია, ნათლად ჩანს აშშ-ის პოზიციაც.

მნიშვნელოვანია ისიც, თუ ვინ გაიმარჯვებს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში, რომელიც სულ რამდენიმე დღეშია, ამიტომ, შანსი იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლებას დაუწესოს სანქციები აშშ-მა იქნება მაღალი თუ კამალა ჰარისი გაიმარჯვებს არჩევნებში, თუმცა არაა გამორიცხული, რომ ტრამპის პირობებშიც სახელმწიფო დეპარტამენტმა სანქციები დააწესოს, იმიტომ, რომ მარტო ტრამპი არ იღებს გადაწყვეტილებას”, – განაცხადა ნიკა ჩიტაძემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები