spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ვახტანგ ხმალაძე – ეს არის პირველი ნაბიჯები საქართველოს დემოკრატიული სამყაროდან იზოლაციის

საქართველო აღმოჩნდება დემოკრატიული სამყაროსგან იზოლაციაში და იქნება იმ სახელმწიფოებთან ერთად ბანაკში, როგორიცაა რუსეთი, ბელორუსი, ვენესუელა, ჩრდილოეთ კორეა და მათი მსგავსი ქვეყნები, – ამის შესახებ Front News-თან კონსტიტუციონალისტმა ვახტანგ ხმალაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ბაიდენის განცხადებები საქართველოსთან მიმართებით არის მხოლოდ პირველი ნაბიჯი.

“ეს არის პირველი ნაბიჯები საქართველოს დემოკრატიული სამყაროდან იზოლაციის. შედეგი მაღალი ალბათობით იქნება ის, რომ საქართველო აღმოჩნდება დემოკრატიული სამყაროსგან იზოლაციაში და იქნება იმ სახელმწიფოებთან ერთად  ბანაკში, როგორიცაა რუსეთი, ბელორუსი, ვენესუელა, ჩრდილოეთ კორეა და მათი მსგავსი ქვეყნები”, – განაცხადა ვახტანგ ხმალაძემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები