spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

სალომე ზურაბიშვილი – პროკურატურას ვურჩევ, რომ თავის საქმეს შეუდგეს და პრეზიდენტთან ანგარიშსწორებას მოეშვას

პროკურატურას ვურჩევ, რომ თავის საქმეს შეუდგეს და პრეზიდენტთან ანგარიშსწორებას მოეშვას, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ეს პოლიტიკური პროცესები უცნაურად ემთხვევა მედვედევის გაცემულ მითითებებს.

“თქვენ ხედავთ იმ კადრებს, რაც პირდაპირ გადმოგვცემს იმას, თუ, როგორ ჩატარდა 26 ოქტომბრის არჩევნები. თურმე პროკურატურა ჩემგან ელოდება მტკიცებულებებს. მე ვიცოდი, რომ საგამოძიებო ორგანომ თვითონ უნდა მოიპოვოს მტკიცებულებები, ნებისმიერ ნორმალურ ქვეყანაში ასე ხდება. ახლახან მოვისმინე ბორელის განცხადება და როგორც ჩანს, მასაც უნდა ჰკითხოს პროკურატურამ, რადგან მტკიცებულებები მასაც გააჩნია და მისი  ჩამონათვალი იმ დარღვევების, რაც არის აღნიშნული საგამოძიებო მისიების მიერ, არის ზუსტად იგივე.

კიდევ უფრო უცნაურია ის, რომ ცესკოს წუხილის საფუძველზე სთხოვს პრეზიდენტს მტკიცებულებებს პროკურატურა. თურმე ცესკო შეურაცხყოფილია. ხალხისგან და ორგანიზაციებისგან შეგროვილი მასალა, რომელსაც, როგორც ჩანს არც ეცნობა პროკურატურა ამტკიცებს, რომ 26 ოქტომბრის არჩევნების დროს ადგილი ჰქონდა მრავალფეროვან გაყალბებას, რომელმაც მოიცვა ყველა შესაძლო გაყალბების ფორმა. ამომრჩევლის მოსყიდვა, დაშინება, პირადობების ჩამორთმევა, ხმის ფარულობის დარღვევა ელექტრონული სისტემის მეშვეობით, ეს ყველაფერი ჩამოთვალა ბორელმაც. ასევე უსერიოზულესი დარღვევებში გადის ის, რომ დიასპორას პირდაპირ შეუზღუდეს არჩევნებში საკონსტიტუციო უფლების გამოყენება. მაშინ, როცა უდიდესი მოთხოვნა იყო, რომ ემიგრანტებისთვის გაეხსნათ უბნები, მხოლოდ 34 ადამიანს მიეცა საშუალება, რომ თავისი არჩევანი გამოეხატა და ეს არის მათი უფლებების შეზღუდვა.

მივმართავ პროკურატურას: ხალხის წინაშე ხართ ანგარიშვალდებული, თქვენგან ითხოვს საზოგადოება გამოძიებას და არა ჩემს მტკიცებულებებს. სხვათა შორის, ეს პოლიტიკური პროცესები უცნაურად ემთხვევა მედვედევის გაცემულ მითითებებს. პროკურატურას ვურჩევ, რომ თავის საქმეს შეუდგეს და პრეზიდენტთან ანგარიშსწორებას მოეშვას. ამ მომენტში მნიშვნელოვანი ის არის, რომ გამოჩნდეს შეუძლია თუ არა პროკურატურას იყოს დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი. მე მინდა ვუთხრა საზოგადოებას, რომ არ მეშინია მე არაფრის და თქვენც არ შეგეშინდეთ, ყველაფერი წყნარად და კარგად იქნება“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები