სალომე ზურაბიშვილის მიერ არჩეული ისტორიული როლი არის ყველაზე სწორი, რაც შეიძლება საქართველოს პრეზიდენტმა ამ ვითარებაში აირჩიოს და პერსონალურად, სალომე ზურაბიშვილმა, რადგან ის არის ისტორიული მემკვიდრე საქართველოს პირველი რესპუბლიკის, – ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებებისთვის“ ლიდერმა ნიკა გვარამიამ განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოს პრეზიდენტის განცხადება არის აბსოლუტურად უპრეცედენტო.
“ქვეყანაში ცვლილებები უნდა მოხდეს მყისიერად, ეს ქვეყანა იღუპება, ჩვენ დავკარგავთ სამშობლოს, თუ ეს ყველაფერი ისე დასრულდება, როგორც უნდა “ქართულ ოცნებას“. საქართველოს პრეზიდენტის განცხადება არის, აბსოლუტურად, უპრეცედენტო. არასდროს არ ქვეყანაში, არც ერთ პრეზიდენტს არ უთქვამს, რომ მის ქვეყანაში ჩატარებული არჩევნები არის არალეგიტიმური. ეს არის ისტორიულად გარდამტეხი განცხადება სალომე ზურაბიშვილის მიერ, მის მიერ არჩეული ისტორიული როლი არის ყველაზე სწორი, რაც შეიძლება საქართველოს პრეზიდენტმა ამ ვითარებაში აირჩიოს და პერსონალურად, სალომე ზურაბიშვილმა, რადგან ის არის ისტორიული მემკვიდრე საქართველოს პირველი რესპუბლიკის. ამაზე მნიშვნელოვანი ამ დღეებში არაფერი მომხდარა და ეს მხოლოდ სალომე ზურაბიშვილს შეეძლო. ძალიან გაგვიმართლა, რომ ის ამგვარად არის განწყობილი და ასე იქცევა“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.