spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ვახუშტი მენაბდე –  ხელისუფლება როცა ადამიანების არჩევანით მანიპულირებდა წინასაარჩევნოდ მოსყიდვით, გადმობირებით თუ დაშინებით, სწორედ ფარულობის დარღვევით აშანტაჟებდა

არჩევნების დღეს გამოვლენილმა დარღვევებმა დაგვანახა, რომ მანიპულაციის ყველა ის მეთოდი, რომელსაც იყენებდით, ეფექტიანი იყო, ხოლო ყველა დაზღვევა, რომელიც ვითომ კანონში ჩაწერეთ, ან ცესკომ შეიმუშავა – ფარსი, – ამის შესახებ კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, ხმის ფარულობაზე ცესკოს და ხელისუფლების განცხადებები ტყუილი აღმოჩნდა და  სურვილის შემთხვევაში, ყველა საინტერესო ხმის აღრიცხვა შეიძლება.

“არჩევნების დღეს გამოვლენილმა დარღვევებმა დაგვანახა, რომ მანიპულაციის ყველა ის მეთოდი, რომელსაც იყენებდით, ეფექტიანი იყო, ხოლო ყველა დაზღვევა, რომელიც ვითომ კანონში ჩაწერეთ, ან ცესკომ შეიმუშავა – ფარსი. ეს არჩევნების დღეს გახდა ცხადი. არჩევნების დღეს გავიგეთ, რომ იყენებდით მეთოდს, რომელსაც ვერაფრით დავაზღვევდით, რომ ყველა ჩვენი მცდელობა წინ აღვდგომოდით თქვენს მანიპულაციას, უსარგებლო იყო. ეს ცხადი გახადა ელექტრონული ხმის მიცემის წესის ფარულობის დარღვევამ და საია ძალიან სწორად იქცევა, როდესაც ყველა იმ უბანს (ხმების 90%) ასაჩივრებს, სადაც არჩევნები ელექტრონულად ჩატარდა.

მთელი ეს პერიოდი, ცესკო და ხელისუფლება საჯაროდ გვარწმუნებდა, რომ ვერავინ გაიგებდა ვის მისცა ხმა ამომრჩეველმა. ჩვენ იმავეს ვაკეთებდით ამომრჩევლებთან შეხვედრისას და ვამტკიცებდით, რომ შეუძლებელია ვინმემ გაიგოს მოქალაქის არჩევანი. აღმოჩნდა, რომ ეს ტყუილია და სურვილის შემთხვევაში ყველა საინტერესო ხმის აღრიცხვა შეიძლება. ეს, ცხადია, იცოდა ხელისუფლებამ და როცა ადამიანების არჩევანით მანიპულირებდა წინასაარჩევნოდ მოსყიდვით, გადმობირებით თუ დაშინებით, სწორედ ფარულობის დარღვევით აშანტაჟებდა”, – წერს ვახუშტი მენაბდე.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები