პრეზიდენტის მოწვევა ეს არის პოლიტიკური პროცესი. ამას წინ უძღვის მედვედევის მოთხოვნა, რომ საქართველოს პრეზიდენტი დააკავეთო და ამის შემდეგ ეს მოწვევა იმიტაციაა გამოძიების. სინამდვილეში კი, შეიცავს პოლიტიკური ანგარიშსწორების შინაარსს, – ამის შესახებ ამის შესახებ პარტია “სამართლიანობისთვის” ლიდერმა ეკა ბესელიამ განაცხადა.
მისივე თქმით, პრეზიდენტი ხელშეუხებელია, ვიდრე ის ასრულებს საპრეზიდენტო უფლებამოსილებას.
“კონსტიტუცია, რომელიც არის ყველაზე მაღალი იერარქიის კანონი განსაზღვრავს, რომ პრეზიდენტი ხელშეუხებელია, ვიდრე ის ასრულებს საპრეზიდენტო უფლებამოსილებას, ამიტომ, არანაირი ინტერპრეტაცია არ შეიძლება, როდესაც საუბარია მაგისტრ მოსამართლესთან თუ რომელიმე მოსამართლესთან პრეზიდენტი არ მიდის, ან არ მიდის პროკურატურაში, ვინმეს აქვს უფლება ის იძულებით წაიყვანოს. იძულებით წარდგენა თავისუფლების შეზღუდვის ერთ-ერთი ფორმაა, ამის უფლება არავის არ აქვს.
პრეზიდენტის მოწვევა ეს არის პოლიტიკური პროცესი. ამას წინ უძღვის მედვედევის მოთხოვნა, რომ საქართველოს პრეზიდენტი დააკავეთო და ამის შემდეგ ეს მოწვევა იმიტაციაა გამოძიების და სინამდვილეში, შეიცავს პოლიტიკური ანგარიშსწორების და საზოგადოებაზე მოქმედების შინაარსს”, – განაცხადა ეკა ბესელიამ.
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს იყო დაბარებული საგამოძიებო სტრუქტურაში არჩევნების საქმესთან დაკავშირებით გამოკითხვაზე, თუმცა ის მისვლას არ აპირებს.