spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ბორჯომის მუნიციპალიტეტში ოქტომბრის თვეში, 1 412 ბენეფიციარს 410 283 ლარის დახმარება გაეწია

ბორჯომის მუნიციპალიტეტში მოქმედი სოციალური პროგრამების ფარგლებში, ოქტომბრის თვეში, 1 412 ბენეფიციარს 410 283 ლარის დახმარება გაეწია.

მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მათ შორის: 226 მოქალაქის სტაციონარული მომსახურებისათვის 178 303 ლარი გამოიყო; 113 ბენეფიციარი მედიკამენტების შესაძენად 22 050 ლარით დაფინანსდა; ონკოლოგიური დაავადებების მქონე 45 პაციენტი 37 280 ლარით დაფინანსდა; 108 მრავალშვილიანი ოჯახი 26 050 ლარით დაფინანსდა; 100 წელს გადაცილებულ 2 მოქალაქეს 200-200 ლარი ჩაერიცხა; ახალშობილების პროგრამის ფარგლებში, 119 ბენეფიციარს 12 300 ლარი ჩაერიცხა;

ასევე, სოციალურად დაუცველ 528 ოჯახს, საშეშე მერქნის შესაძენად 200 ლარის ოდენობით, დახმარება გაეწია. ზამთრის კომუნალურის სუბსიდირების ფარგლებში 105 600 ლარი გამოიყო.

სოციალური პროგრამების მიხედვით, დახმარება მიიღეს შშმ პირებმა, დედ-მამით ობლებმა და სხვა.

აღსანიშნავია, რომ ბორჯომის მუნიციპალიტეტში 25-მდე სოციალური პროგრამა ხორციელდება, რომელთა მთავარი მიზანი ადგილობრივი მოსახლეობის მატერიალური და სოციალური მდგომარეობის ხელშეწყობა და გაუმჯობესებაა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები