spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

თინა ბოკუჩავა – ხელისუფლებამ კარგად უნდა იგრძნოს ის, რომ თუ არ მოხდება ხელახალი არჩევნების ჩანიშვნა, პარტნიორებს მოუწევთ ქმედითი ნაბიჯების გადადგმა

ხელისუფლებამ კარგად უნდა იგრძნოს ის, რომ თუ არ მოხდება არჩევნების შედეგების გაუქმება და ხელახალი არჩევნების ჩანიშვნა, საქართველოს პარტნიორებს მოუწევთ ქმედითი ნაბიჯების გადადგმა და მათ შორის, ბუნებრივია, პირველი იქნება ივანიშვილსა და მის გარემოცვაზე პერსონალური სანქციების დაწესება, ისევე როგორც სავარაუდოდ, უვიზო მიმოსვლის გაუქმების საკითხის დღის წესრიგში დაყენება, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

მისივე თქმით, მთელი ცივილიზებული სამყარო ღიად ამბობს, რომ 26 ოქტომბრის არჩევნებზე არ იყო დაცული სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების პრინციპი.

“უვიზო მიმოსვლის შეჩერების საფრთხეზე ევროპელი ლიდერები დიდი ხანია, საუბრობენ, მათ შორის, ეს პირდაპირ მიბმული იყო არჩევნებზე იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ჩატარდა არჩევნები, დაცული იყო თუ არა სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების პრინციპები. ახლა ვხედავთ, რომ მთელი ცივილიზებული სამყარო ღიად ამბობს, რომ 26 ოქტომბრის არჩევნებზე არ იყო დაცული სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების პრინციპი და მათ შორის, ჩვენი საჩივარი, რომელიც ცესკოს გაეგზავნა 29 ოქტომბერს, ადასტურებს, რომ დარღვეული იყო ყველაზე ფუნდამენტური კონსტიტუციური პრინციპი – ფარულობის პრინციპი.

შესაბამისად, ხელისუფლებამ კარგად უნდა იგრძნოს ის, რომ თუ არ მოხდება არჩევნების შედეგების გაუქმება, სადაც დარღვეული იყო ფუნდამენტური პრინციპი და არ მოხდება ხელახალი არჩევნების ჩანიშვნა, საქართველოს პარტნიორებს მოუწევთ ქმედითი ნაბიჯების გადადგმა და მათ შორის, ბუნებრივია, პირველი იქნება ივანიშვილსა და მის გარემოცვაზე პერსონალური სანქციების დაწესება, ისევე როგორც სავარაუდოდ, უვიზო მიმოსვლის გაუქმების საკითხის დღის წესრიგში დაყენება, რაც არის ძალიან დიდი საფრთხე და იმედია, ამას გააცნობიერებს ძალაუფლების შენარჩუნების ჟინით შეპყრობილი ივანიშვილი, რომელსაც გვერდში უდგანან რუსული სპეცსამსახურები და მიიღებს საყოველთაო მოთხოვნას არჩევნების შედეგების გაუქმებასთან და ახალი არჩევნების ჩანიშვნასთან დაკავშირებით”, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები