spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

დიმიტრი ცქიტიშვილი – არჩევნების საკითხი იყო ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, რომელიც გარდამტეხი უნდა ყოფილიყო საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის

არჩევნების საკითხი იყო ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, რომელიც გარდამტეხი უნდა ყოფილიყო საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის. ვნახეთ, რომ საარჩევნო სისტემა საქართველოში არ არის დამოუკიდებელი, –  ამის შესახებ პარტია “გახარია საქართველოსთვის” წევრმა დიმიტრი ცქიტიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ევროკავშირი ეფუძნება ფუნდამენტურ ღირებულებებს და ყველა წინსვლა არის დამსახურებაზე.

“არჩევნების საკითხი იყო ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, რომელიც გარდამტეხი უნდა ყოფილიყო საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის და პრაქტიკულად, ჩვენ ვნახეთ, რომ სრულიად მოშლილია საარჩევნო სისტემა საქართველოში და არ არის დამოუკიდებელი, თავისუფალი არჩევნების ნიშანიც კი დარჩენილი.

ევროკავშირი ეფუძნება ფუნდამენტურ ღირებულებებს, რომ ყველა წინსვლა არის დამსახურებაზე და თუ ქვეყანაში უკუსვლა იქნება, დიდი ალბათობით, უკუსვლა იქნება იმ საკითხებშიც, რაზეც ჩვენ აქამდე ვსაუბრობდით”, – განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.

30 ოქტომბერს ევროკავშირის გაფართოების შესახებ ევროკომისიის ყოველწლიური ანგარიში გამოქვეყნდა, სადაც საუბარი იყო საქართველოზეც. ანგარიშის მიხედვით, საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი შეჩერდა. ევროკავშირის ელჩის პაველ ჰერჩინსკის განცხადებით, საქართველოს მთავრობის მოქმედების კურსის გამო, პროცესი შეჩერებული იქნება იქამდე, სანამ საქართველო ევროკავშირისგან დაშორებას განაგრძობს.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები